277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

მოსწავლის გვერდი

ჩვენი სკოლის მისიით ვაძლიერებთ ენებს. ინგლისური ენა ისწავლება პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ( I – XII ) კვირაში 5-6 საათი; სტანდარტს ზემოთ ვიყენებთ დამხმარე სახელმძღვანელოებს, რომლებიც გამოგვაქვს ,,ინგლისური წიგნის სახლიდან“. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ ბრიტანეთის საკონსულოსთან, ჩვენს მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა სკოლაში გაიარონ კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების სხვადასხვა სახელმძღვანელო და აიღონ შესაბამისი სერთიფიკატი.

III კლასიდან კვირაში 2 საათი ისწავლება ფრანგული ენა, ვთანამშრომლობთ ფრანგულ სკოლასთან და საფრანგეთის საელჩოსთან. სასწავლო პროცესში ვიყენებთ საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამებს. თითოეული დონის სახელმძღვანელოს დამთავრების შემთხვევაში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ აიღონ საერთაშორისო სერთიფიკატი.

IVკლასიდან ისწავლება რუსული ენა. ენის სწავლება მიმდინარეობს გაძლიერებულად, კვირაში 3სთ. მე-4 კლასში ისწავლება ზეპირმეტყველების კურსი, ხოლო V კლასიდან, გარდა გრიფირებული სახელმძღვანელოსი, გამოიყენება დამხმარე სახელმძღვანელოები. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ინტერაქტიური მეთოდებით.

სკოლა ,,პოლიგლოტში“ ფუნქციონირებს სწავლების ოთხი საფეხური:

I საფეხური : სკოლამდელი მზაობის ჯგუფი ,, pre-school “ ;

II საფეხური : დაწყებითი განათლების – I – VI კლასები ;

III საფეხური: საბაზო -VII – IX კლასები;

IV საფეხური: საშუალო -X – XII კლასები.

 

დაწყებითი განათლების საფეხურზე ისწავლება შემდეგი საგნები:

v ქართული ენა და ლიტერატურა;

v მათემატიკა;

v ბუნებისმეტყველება;

v ინგლისური ენა ;

v რუსული ენა ;

v ფრანგული ენა ;

v ჩემი სამშობლო;

v მე და საზოგადოება ;

v ლოგიკა;

v ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

v სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

v სპორტი;

v მუსიკა;

v ჭადრაკი ( 1ლი – მე-4 კლ);

დაწყებითი განათლების საფეხურზე მოსწავლეებს სკოლა ,,პოლიგლოტი“

სთავაზობს გახანგრძლივებული დღის სწავლებას 9 საათიდან 18 საათის ჩათვლით ორჯერადი კვებით.

I კვება: საუზმე – 10.30 სთ — 11 სთ;

II კვება: სადილი – 14 სთ — 15 სთ.

გახანგრძლივებული მეცადინეობის პერიოდში, გარდა იმისა, რომ მოსწავლეები სკოლაში ამ-ზადებენ გაკვეთილებს, მათ დამატებით ყოველდღე აქვთ გასართობ-შემეცნებითი აქტივობები, როგორებიცაა:

· მხატვრული ლიტერატურისა და ზღაპრების კითხვა;

· საბავშვო ფილმებისა და მულტფილმების ყურება;

· ფილმების ანალიზი;

· სიმღერა;

· ცეკვა ;

· ჰაერზე სეირნობა და სხვ.

ეს ყოველივე მოსწავლეებს უფართოვებს თვალსაწიერს, უმაღლებს ინტელექტს და მათ ცხოვრებას უფრო ხალისიანს ხდის.

გახანგრძლივებული მეცადინეობისას მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. მეცადინეობა მიმდინარეობს წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით. თითოეულ ჯგუფს ჰყავს კურატორ-მასწავლებელი, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლეების უსაფრთხოებასა და ყველა გაკვეთილის სათანადოდ მომზადებაზე.

სწავლების საბაზო საფეხურზე ( საბაზო -VII- IX კლასები ) ისწავლება შემდეგი საგნები:

v ქართული ენა და ლიტერატურა;

v მათემატიკა ;

v ისტორია;

v გეოგრაფია,

v სამოქალაქო განათლება/ მოქალაქეობა;

v ინგლისური ენა;

v რუსული ენა;

v ფრანგული ენა;

v საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია ;

v სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

v მუსიკა;

v სპორტი;

სწავლების საშუალო საფეხურზე ( საშუალო -X -XII კლასები ) ისწავლება შემდეგი საგნები:

v ქართული ენა და ლიტერატურა;

v ისტორია;

v გეოგრაფია,

v სამოქალაქო განათლება.

v მათემატიკა;

v სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება;

v ინგლისური ენა;

v რუსული ენა;

v საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია;

v სპორტი;

v საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება;

v გარემო და მდგრადი განვითარება (არჩევითი საგანი X –XII კლასებში);

XII კლასში მოსწავლეები იყოფიან მცირე ჯგუფებად (5-6 მოსწავლე თითო ჯგუფში) და მეცადინეობა გრძელდება 2 აკადემიური საათი თითო საგანში.

სწორედ ამ განსხვავებული, ინდივიდუალურად შედგენილი გეგმის შედეგია, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები არიან განსაკუთრებულად წარმატებულები ,ისინი გრანტებით ეწყობიან რეიტინგულ უმაღლეს სასწავლებლებში ან აგრძელებენ სწავლას საზღვარგარეთ.

სკოლაში ფუნქციონირებს შემოქმედებითი, სახელოვნებო და შემეცნებითი წრეები:

· ჭადრაკის წრე;

· ფრანგული ენის წრე;

· რუსული ენის წრე;

· ეკოკლუბი;

· ხატვის წრე -ART-,, პოლიგლოტი ” ;

· ძიუდოს წრე;

· ლიტერატურული კლუბი ;

· ახალი სამყროს გზა(ვნილები)-რიტორიკის მასტერკლასები.

სკოლა ,,პოლიგლოტში“ ფუნქციონირებს ხელოვნების საერთაშორისო სკოლა „VIPარტი„, რომელიც მოსწავლეებს სკოლაში ბევრ საინტერესო წრეს სთავაზობს:

„VIPარტის„ ფორმატი მოიცავს პროფესიონალთა გუნდის მიერ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებების სწავლებას:

· თეატრალური სახელოსნო : (სასცენო ოსტატობა, პლასტიკა, ხელოვნებათმცოდნეობა, მეტყველების კულტურა);

· „კინომანია„ – სასწავლო კურსის ფარგლებში, მოზარდები შეძლებენ განავითარონ არაერთი უნარი, მათ შორის სცენარების განხილვა და ლიტერატურული აზროვნება. კურსის ფარგლებში სასწავლო გეგმა შედეგნილი იქნება სახასიათო ფილმების, წიგნებისა და მოკლემეტრაჟიანი საგანმანათლებლო ვიდეო – მასალაზე დაყრდნობით. ამ მასალის გაცნობისას მოზარდები უამრავი რაკურსით დაინახავენ ავტორთა/რეჟისორთა მიზნებს, მხატვრულ სახეებს და მისიას, იგრძნობენ სცენარის ღირებულბას. საერთაშორისო მასშტაბით აპრობირებული მეთოდის დანერგვა არაერთ პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს;

· ვოკალი;

· ქორეოგრაფია/პლასტიკა/ბალეტი;

· სამეჯლისო/თანამედროვე ცეკვები;

· სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის (საქსაფონი, დრამი, გიტარა, აკორდეონი ) შემსწავლელი სტუდია;

· ფოტოხელოვნება;

· ტიხრული მინანქრის და ტიხრული ინკრუსტაციის შესწავლა;

· გამოყენებითი ხელოვნების (დაძველების ტექნიკა ვინტაჟურ სტილში) შესწავლა.

„VIPარტი„ მოიცავს „ვორქშოფების„ ორგანიზებას, მასტერკლასების ციკლს სხვადასხვა მოდულებსა და დისციპლინაში: „საზოგადოებრივი ურთიერთობები და ეფექტური კომუნიკაცია” „იმიჯი’’და ა.შ.

ხელოვნების საერთაშორისო აკადემიაში ყველა მიმართულებას ხელმძღვანელობს მოწვეული, გამოცდილი ექსპერტ/კონსულტანტები; ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები..

ხელოვნების საერთაშორისო აკადემიაში „VIPარტი„ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით წარიმართება საგანმანათლბელო პროცესი(ასაკობრივი ზღვარი 6 – 18 წლამდე);

„VIPარტელები” მონაწილეობას მიიღებენ „ ვიპიარ ჯგუფის” მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში.

სკოლა ,,პოლიგოტი“ არის მალტის ქართულ კულტურის ცენტრის ექსკლუზიური წარმომადენელი საქართველოში, რაც გულისხმობს გაცვლით პრაქტიკებს კუნძულ მალტაზე და მათ ჩართვას მრავალფეროვან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებაში.

გარდა ამისა, მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ოლიმპიადებში, პროექტებში, კონფერენციებსა და კონკურსებში. პედაგოგები მუშაობენ მოსწავლეებთან ჯგუფურად ან ინდივიდუალურად და ამზადებენ მათ შესაბამისი კონკურსებისათვის.

ასევე სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას, რისთვისაც სკოლაში ფუნქციონირებს არაფორმალური განათლების დეპარტამენტი, მის ფარგლებში სკოლას ჰყავს მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ სხვადსხვა ინოვაციურ, თანამედროვე, ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებულ ტრენინგებს, მასტერკლასებსა და ვებინარებს.

სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის ინიციატივით მოსწავლეები ახორციელებენ საქველმოქმედო აქციებს, შემეცნებით, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს.

სკოლაში არსებობს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი, რომელიც მოსწავლეებს ხშირად უწყობს საინტერესო შეხვედრებს ცნობილ პიროვნებებთან, აცნობს მათ კულტურულ – საგანმანათლებლო საერთაშორისო პროექტებს, ზრუნავს მოსწავლეთა უნარ-ჩვევებისა და შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისთვის;

საბოლოოდ, გვინდა აღვნიშნოთ , რომ ,,პოლიგლოტი“ მაქსიმალურად ზრუნავს იმისათვის, რომ სკოლაში ბავშვები თავს გრძნობდნენ ბედნიერად. დაცული იყოს მათი უფლებები და სკოლაში სწავლის პერიოდი იყოს განსაკუთრებით საინტერესო , ნაყოფიერი, სწავლაზე ორიენტირებული და ხალისიანი. სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლის სლოგანია: ,,ისწავლე სკოლა ,,პოლიგლოტში“ და შეიქმენი შენი ცხოვრების ბედნიერი მომავალი “.

Photoshop Crackeado Gratis

Photoshop Crackeado Gratis

kinemaster download kinemaster kinemaster for pc

pikashow apk download