277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_725

Meet The Dinosaurs

სკოლა “პოლიგლოტის” მესამე კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე “Meet The Dinosaurs”. გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ პრეისტორიული ეპოქის ცხოველებს ( დინოზავრებს) და გაიმდიდრეს ინგლისური ენის ლექსიკური მარაგი თემასთან დაკავშირებით. ასევე შეასრულეს ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები მეტყველების ნაწილებსა და გრამატიკულ დროებზე გაკვეთილის ბოლოს. მოსწავლეებმა ნახეს შემეცნებითი ვიდეორგოლი თემასთან დაკავშირებით, წარმოადგინეს პრეისტორიული ცხოველების ინდივიდუალური ჩანახატები, შესაბამისი ინფორმაციული ტექსტებით.