14 მაისს, 133-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა პირველკლასელების საჭარაკო ოლიმპიადა სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეებმა , რომლებიც მწვრთნელ ნატალია მესხის აღსაზრდელები არიან. მესხმა ორგანიზება გაუკეთა ოლიმპიადას და მისი მთავარი მსაჯიც იყო.
“პოლიგლოტელებმა” კარგი ცოდნა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, მიიღეს სატურნირო გამოცდილება, დამეგობრდნენ, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
ტურნირს წინ უძღვოდა საზეიმო გასხნა, ხოლო დასასრულს შეჯამდა შედეგები და ოლიმპიადის დევიზის შესაბამისად, თითოეული მონაწილე გამარჯვებულად გამოცხადდა და საპატიო მედლებითაც დაჯილდოვდა