2016 წლის 22 მარტს სკოლა “პოლიგლოტის” IX კლასის მოსწავლეებმა ელენე სვიანაძემ, ნია ცაგურიამ და დალი ბაკაშვილმა პრეზენტაცია გამართეს თემაზე:”გავუფრთხილდეთ წყალს!” . გოგონებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებული წყლის რესურსების შესახებ და ყველას მოუწოდეს, რომ გაუფრთხილდნენ სიცოცხლისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსს. პროექტს ხელმძღვანელობდა მათემატიკის მასწავლებელი მაია ჩეკურიშვილი.