277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_454

შემოდგომის გაცილება

პირველი-ბ კლასის საყვარელმა მოსწავლეებმა თამთა მანდარიას ხელმძღვანელობით გააცილეს ოქროსფერი შემოდგომა და დაუვიწყარი საღამო გამართეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მშვენიერ დარბაზში. ულამაზესმა პატარებმა გაგვაოცეს ნიჭიერებით, მსახიობური ოსტატობით, მიუხედავად იმისა,რომ ეს ზეიმი მათი დებიუტი იყო, ისეთი ლამაზები, თავისუფლები და შემოქმედებითები იყვნენ, რომ ყველას მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა, ხოლო დეკორაციები შექმნა სოფიო ლიჩელმა. პატარები ახლა უკვე საახალწლო ზეიმისთვის მოემზადებიან.სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს.