277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_278

ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე:,,ადამიანი და ხელოვნება“

2017 წლის 14 ივნისს ჩატარდა VIII კლასში ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე:,,ადამიანი და ხელოვნება“. გაკვეთილი ჩაატარეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა ქეთევან მაისურაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანა ჯავახიშვილმა. გაკვეთილის მიზანი იყო მონათესავე საგნებს შორის კავშირის დამყარება,ხელოვნების დარგებს შორის პარალელების გავლება, ადამიანის ცხოვრებაში ხელოვნების როლის განსაზღვრა,მსჯელობის, ანალიტიკური აზროვნების, მედიაწიგნიერების, წერისა და ზეპირმეტყველების უნარის განვითარება.