277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

ღია გაკვეთილი ქართულში

მე-11 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეონა დიასამიძემ ჩაატარა ღია საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე: ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძლის“ მორალურ-ეთიკური პრობლემები. მოსწავლეებმა გაანალიზეს პოემა, იმსჯელეს სტუმარმასპინძლობის ტრადიციაზე, ჰუმნიზმზე, სისხლის აღების წესსა და ვაჟკაცობაზე. გამართეს დისკუსია, გამოხატეს შთაბეჭდილებები ნახატებით და მასწავლებლის მითითებისამებრ გამოკვეთეს პოემიდან საყვარელი ეპიზოდები, ფრაზები და იმსჯელეს მათ ირგვლივ. ქლბატონმა თეონამ გამოავლინა პროფესიონალიზმი, გამოიყენა კლასის მართვის ეფექტური საშუალებები და საინტერესო აქტივობებით შესანიშნავად დააფიქრა მოსწავლეები ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე. დიდი მადლობა თეონა დიასამიძეს.