277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_394

ღია გაკვეთილი მეორე კლასში

სკოლა ,,პოლიგლოტში“ დაწყებითი განათლების კათედრაზე ღია გაკვეთილების კვირეული გრძელდება. 28 თებერვალს ქართული ენის მასწავლებელმა თეონა გორდეზიანმა მე-2 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი. გაკვეთილი იყო ხალისიანი, საინტერესო, მრავალი აქტივობით დატვირთული, მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც წყვილებში, ასევე ინდივიდუალურად. მათ გამოავლინეს მასალის ღრმა ცოდნა, უპასუხეს შეკითხვებს, მასწავლებელმა გამოიყენა თანამედროვე სწავლების მეთოდები და მრავალი რესურსი.