277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_467

ღია გაკვეთილები ,, პოლიგლოტში“

სკოლა ,,პოლიგლოტში“ მე – 6 კლასში ჩატარდა ღია – საჩვენებელი გაკვეთილი ფრანგულ ენაში. გაკვეთილი ჩაატარა ფრანგული ენის მასწავლებელმა თეონა ჩაკვეტაძემ, გაკვეთილის თემა იყო: ,, სასაუბრო: საკვები “. გაკვეთილი იყო საინტერესო , მასწავლებელმა გამოიყენა ინტერაქტიური მეთოდები , მოსწავლეებმა გამოავლინეს ფრანგული ენისადმი სიყვარული, საგნის კარგი ცოდნა , მდიდარი ლექსიკა , კრეატიულობა და შემოქმედებითობა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და ხალისით ასრულებდნენ მასწავლებლის დავალებებს. თეონა ჩაკვეტაძემ გამოიჩინა პროფესიონალიზმი, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იყო თანამშრომლობითი და კეთილგანწყობილი ურთიერთობა.