სკოლა ,,პოლიგლოტში“ საინტერესო ინოვაცია დაიგეგმა. მალე სკოლას ექნება ვირტუალურ-რეალური თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ლაბორატორია, მანამდე კი, 2019 წლის 29 მაისს , მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორთან, ქალბატონ მზია დაუშვილთან, სასწავლო -აღმზრდელობითი პროცესების მართვის მენეჯერთან, ქალბატონ ანა ჯავახიშვილთან, ფიზიკის მასწავლებელ ციური პაჭკორიასა და ბიოლოგიის მასწავლებელ როზა წიკლაურთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში პროფესორ დავით სონღულაშვილთან შეხვედრაზე . ბატონმა დავითმა ჩაუტარა მოსწავლეებს ლექცია და ბავშვებმა პროფესორთან ერთად ჩაატარეს სხვადასხვა ვირტუალურ-რეალური ცდა ფიზიკასა და ქიმიაში.