277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_571

სტუმრად გეოლოგიის დეპარტამენტში

სკოლა ,,პოლიგლოტის „ მე-5 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე -11 კორპუსში განთავსებულ მინერალოგიურ მუზეუმში, რომელიც ეკუთვნის გეოლოგიის  დეპარტამენტს.
ნახეს მსოფლიოში არსებული ბევრი სახეობის მინერალები, მათ შორის საქართველოში აღმოჩენილებიც. გაეცნენ როგორც მათ ფიზიკურ , ბუნებრივ მდგომარეობას, ასევე  შემდგომში ტრანსფორმაციით სახეცვლილ მინერალებს.   ნახეს მინერალების გადამუშავების შემდგომ მიღებული  ძვირფასი  ქვები . ღონისძიების ხელმძღვანელი იყო გეოგრაფიის მასწავლებელი თამარ ტეფნაძე.