277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

სტუმრად გარემოს დაცვის სამინისტროში

2015 წლის 12 თებერვალს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სკოლა “პოლიგლოტის” აღსაზრდელებთან. მოსწავლეებს ჩაუტარდათ სემინარები ადამიანის უფლებების შესახებ გარემოს დაცვის სფეროში – “ორჰუსის კონვენცია”, ნარჩენების მართვა და გადამუშავება.

სემინარის მიზანი საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შესფასება და შეცვლაა გარემოს სასარგებლოდ.