სკოლა ,,პოლიგლოტში“ დაიწყო საგაზაფხულო კვირეული. ჩვენმა უსაყვარლესმა პირველკლასელებმა პედაგოგ ელენე თარხნიშვილის ხელმძღვანელობით მოაწყო ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, რომელიც მიეძღვნა გაზაფხულის მობრძანებასა და წელიწადის ამ უმშვენიერესი პერიოდის დღესასწაულებს. პატარებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და სხვადახვა ენაზე მიულოცეს დედიკოებს დედის დღე და რვა მარტი.