277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

სკოლა “პოლიგლოტის” თანამშრომელთა 90 % უკვე ვაქცინირებულია

სკოლა “პოლიგლოტის” მშობლების საყურადღებოდ !

კოვიდ 19-თან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ,ვიცით , რომ მშობლებს ძალიან აინტერესებთ როგორ ხვდება სკოლა ” პოლიგლოტი” ახალ სასწავლო წელს.

გვინდა სრული პასუხისმგებლობით დაგარწმუნოთ, რომ სკოლა “პოლიგლოტის” ყველა თანამშრომელმა, როგორც იყო მოსალოდენლი , გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და 90 % თანამშრომლებისა უკვე აცრილია ორჯერადად და 10 % ელოდება მეორად ვაქცინაციას.

გვინდა დაგამშვიდოთ და გულწრფელად დაგპირდეთ, რომ სკოლა უზრუნველყოფს ყველა იმ რეგულაციის ზედმიწევნით დაცვას , რომელსაც გამოსცემს საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო . ბავშვებს ექნებათ,როგორც ყოველთვის ჰქონდათ, უსაფრთხო და დაცული გარემო!

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

სკოლა პოლიგლოტის ადმინისტრაცია