277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_477

რა ვიცით ქვეყნიერების შესახებ? – ვიქტორინა მოსწავლეებისთვის

20 დეკემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ ინტელექტუალთა ჯგუფი იმყოფებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარებულ საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიქტორინაზე: „ვიცნობდეთ ქვეყნიერებას“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა.
ვიქტორინის დავალება შედგებოდა საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის შესახებ 12-12 კითხვისაგან, რომლებიც მოქცეული იყო სასკოლო პროგრამების ჩარჩოებში. ზოგადი ცოდნის გამოსავლენად ჩატარებულ ორ ეტაპზე მონაწილეებს მიეცათ ვიზუალური შეკითხვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჰერალტიკური სიმბოლოთა და კულტურული ძეგლების ამოცნობის მიზნით.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ გუნდმა წარმატებით იასპარეზა ვიქტორინაში და გახდა ფინალისტი. ვულოცავთ ჩვენს საუკეთესო მოსწავლეებს და ვუსურვებთ წარმატებებს. სკოლა ,,პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ღონისძიების ორგნიზატორებს და მეგობარ უნივერსიტეტს უსურვებს დიდ წარმატებებს