277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_319

“პოლიგლოტს” კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეწვია

2017 წლის 21 დეკემბერს სკოლა “პოლიგლოტში” კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით “ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ” წარმომადგენელმა, დოქტორმა ალიკა გუჩუამ ჩაატარა ლექცია თემაზე: “ტერორიზმი და საერთაშორისო უსაფრთხოება”. ლექციის შემდეგ შედგა დისკუსია, ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი აზრი ტერორიზმის შესახებ, მოუწოდეს მსოფლიოს მშვიდობის დაცვისაკენ.სკოლა “პოლიგლოტის” დირექტორმა მზია დაუშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს თანამშრომლობის, მეგობრობისა და სხვადასხვა საინტერესო შემეცნებით პროექტში სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეების ჩართვისათვის.