277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_242

„პოლიგლოტს“ ეწვია მსახიობი ლეო ანთაძე

2017 წლის 24 მარტს სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვია გამოჩენილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ბატონი ლეო ანთაძე. შემოქმედებითი შეხვედრა ჩენს საყვარელ მსახიობთან მიეძღვნა მისი დაბადებიდან 85 და სასცენო მოღვაწეობიდან 65 წლის იუბილეს. ღვაწლმოსილმა მსახიობმა წარმოგვიდგინა ნაწყვეტები უკვდავი პოემიდან „ კოლხეთის ცისკარი“, დემნა შენგელაიას რომანიდან „ბათაქექია“ და ნოდარ დუმბაძის რომანიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.დასასრულს მოსწავლეებმა კითხვები დაუსვეს და ავტოგრაფი გამოართვეს სახელოვან მსახიობს, მასთან სურათები გადაიღეს და უსურვეს ჯანმრთელობა და ულევი სიხარული.