2017 წლის 30 მარტს სკოლა ,,პოლიგლოტს“ ეწვია ცნობილი საზოგადო მოღვაწე , სატელევიზიო სცენარისტ-ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი. ბატონი გოგა I-VI კლასელებს შეხვდა, ესაუბრა ლიტერატურის მნიშვნელობაზე, წიგნის კითხვის აუცილებლობასა და წიგნიერების დონის ამაღლებაზე, პატარებს წაუკითხა ზღაპრები და მოთხრობები. შემდგომ წაკითხულის ირგვლივ გაიმართა მსჯელობა . კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა შეხვედრა. პატარა ,,პოლიგლოტელები“ აღფრთოვანებული დარჩნენ, სტუმართან ერთად გადაიღეს სურათები და სამახსოვროდ გამოართვეს ავტოგრაფები.
მოგვიანებით ბატონი გოგა შეხვდა უფროსკლასელებს, რომლებსაც ჩაუტარა საინტერესო ლექცია თემაზე : ,, ფოტოგრაფის თვალით დანახული საქრთველო“. ესაუბრა მოსწავლეებს ფოტოხელოვნებაზე, გაიმართა დისკუსია.
გოგა ჩანადირის საგანმანათლებლო პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება, შემოქმედებითი უნარის განვითარება,პატრიოტული გრძნობების გაძლიერება, ფოტოხელოვნების პოპულარიზაცია და წიგნიერების დონის ამაღლება.