277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_296

„პოლიგლოტის“ მოსწავლე მიხეილ ბარბაქაძე გახდა საქართველოს ჩემპიონი

2017 წლის 28 ოქტომბერს სკოლა „პოლიგლოტის“ XII კლასის მოსწავლემ მიხეილ ბარბაქაძემ წარმატებით იასპარეზა 100 კგ. წონით კატეგორიაში შტანგის აწევაში და გახდა საქართველოს ჩემპიონი 21 წლამდე ასაკის სპორცმენებში. ამასთანავე აღსანიშნავია მიხეილის სხვა მიღწევებიც. იგი არის შავი ზღვისა და მსოფლიოს ჩემპიონი 90 კგ. წონით კატეგორიაში 16-17 წლის მოზარდებში. მიხეილი ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართება 2018 წლის თებერვალში. სკოლა „პოლიგლოტის „ დირექცია, პედკოლექტივი და მოსწავლეები ვულოცავთ მიხეილ ბარბაქაძეს გამარჯვებას. ვუსურვებთ წინსვლასა და მრავალ წარმატებას როგორც სპორტულ კარიერაში, ისე სწავლასა და ცხოვრებაში.