277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_253

,,პოლიგლოტის“მოსწავლეები ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მერვე კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ ელენე გაფრინდაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში , მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში “მედიათეკის აღმოჩენა”. ბავშვებმა დაათვალიერეს მედიათეკა,გაიცნეს საქართველოში არსებული ყველა სახის ფრანგული ბეჭდური და ციფრული რესურსი. ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა უფასოდ მიიღეს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში ჩაწერის ერთწლიანი ბარათი.