277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_385

,,პოლიგლოტელებმა” ოლიმპიადა,,ევერესტში” გაიმარჯვეს

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები მათემატიკური ოლიმპიადა,,ევერესტის“ ოქროს ტურში მოპოვებული წარმატებებისთვის დაჯილდოვდნენ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და სერთიფიკატებით. კერძოდ, ოქროს სიგელი გადაეცათ: გიორგი არაბულს, ლიზი ბაშარულს, ცოტნე მამფორიასა და გაბრიელ ციხისელს. ვერცხლის სიგელით დაჯილდოვდნენ: თათია საჯაია, ლიკა ხარაიშვილი, ალექსანდრე გოგიშვილი, მარიტა ლომიძე, კესანე ბლიაძე, ნიკოლოზ გოგუაძე. ხოლო ბრინჯაოს სიგელები გადაეცათ: მარიამ გელაძესა და ოთარ ბუჩუკურს. ასევე, ერეკლე ბუჩუკური, ნინი აბსანძე, ბარბარე ბილისეიშვილი, დავით მოსიაშვილი და გოჩა კირთაძე დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სერთიფიკატებით. სკოლა ,,პოლიგლოტი“ ულოცავს მოსწავლეებს ოლიმპიადაში მოპოვებულ წარმატებებს, უსურვებს მათ წინსვლასა და მრავალ გამარჯვებას. სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექცია მადლობას უხდის მათემატიკის პედაგოგებს ნათია ქანთარიას, ია ცაბაძეს, ცირა ლომიძესა და ნინო დაუშვილს დაუღალავი შრომისა და მოსწავლეთა წარმატებებში გაწეული წვლილისთვის.