277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_330

,,პალიტრა L-ის „ შეხვედრა პედაგოგებთან.

2018 წლის 10 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა გამომცემლობა ,,პალიტრა L-ს „ შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან. გამომცემლობის თანამშრომლებმა წარუდგინეს საზოგადოებას ახალი პროექტები, ხოლო წიგნების ავტორებმა ისაუბრეს თავიანთი წიგნების შესახებ. შეხვედრაზე გამომცემლობამ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა წიგნის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრები, მათ შორის დააჯილდოვეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორი ქალბატონი მზია დაუშვილი. სკოლა ,,პოლიგლოტი“ სისტემატურად ამდიდრებს ახალი წიგნებით საკუთარ ბიბლიოთეკას და მუდმივად ზრუნავს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებისათვის.