277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_259

მოხალისეთა არჩევა

სკოლა ,,პოლიგლოტში“ უფროსკლასელმა მოსწავლეებმა შეარჩიეს მოხალისე უმცროსკლასელები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პროექტში: ,,თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება“. აღნიშნული პროექტი ხორციელდება აშშ-ს სატყეო სამსახურის, USFS და USID, პროექტის : ,,ისწავლე, გაუზიარე, გააკეთე უფრო მწვანე თბილისისათვის „ ფარგლებში.

მოხალისეები დაესწრებიან პრეზენტაციას ხის დარგვისა და მოვლის წესის, ენდემური მცენარეებისა და წითელი წიგნის შესახებ. პრეზენტაციას X-XI კლასის მოსწავლეები მოამზადებენ ბიოლოგიის მასწავლებლის როზა წიკლაურის დახმარებით და წარადგენენ უმცროსკლასელების წინაშე. მომდევნო ეტაპზე თითოეული მოხალისე მონაწილეობას მიიღებს ხეების დარგვის პროცესში.