277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_270

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული

სკოლა „პოლიგლოტის“ VIII კლასის მოსწავლემ ნიკა გახოკიძემ მონაწილება მიიღო თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში: „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ და „კლიმატის ცვლილება და ცოცხალი სამყარო“. ამ პროექტში მან გაიმარჯვა და მოიპოვა პირველი ადგილი. ნიკა გახოკიძე დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით,ხოლო მის ხელმძღვანელს, ნონო შეშაბერიძეს , გადაეცა მადლობის სიგელი მოსწავლეთა საგანმანათლებლო პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და წარმატებული მოსწავლეების აღზრდისთვის.