277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_411

მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია

მასწავლებელთა კიდევ ერთი საერთაშორისო კონფერენცია. 2019 წლის 21 აპრილს სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგები: ლიზა ზაზაძე, ნინო შეშაბერიძე, ნინო დაუშვილი, მერი ციმაკურიძე და სალომე ქერაშვილი იმყოფებოდნენ ზუგდიდში კონფერენციაზე: ,,ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება“. აღსანიშნავია, რომ ამჯერადაც სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორის, ქალბატონი მზია დაუშვილის, ხელშეწყობითა და სრული დაფინანსებით გაემგზავრნენ პედაგოგები მასწავლებელთა კონფერენციაზე. ქალბატონი მზია სკოლაში ქმნის ჯანსაღ გარემოს და ხელს უწყობს პედაგოგებს პროფესიული ზრდისა და კარიერული წინ სვლისთვის. პედაგოგები გამოვიდნენ მომხსენებლებად, გააკეთეს შესანიშნავი პრეზენტაციები და გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება კოლეგებს. დიდი მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს , პრო-აქტივჯგუფის წარმომადგენლებს, თინი რურუასა და თამუნა ყალიჩავას, შესანიშნავი შესაძლებლობისათვის, განვითარდნენ მასწავლებლები და გაუზიარონ ერთმანეთს საერთაშორისო დონის გამოცდილება.