277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_416

მასტერკლასის ფინალური პრეზენტაცია

სკოლა ,,პოლიგლოტში“ დასრულდა რიტორიკის სკოლის მასტერკლასი ფინალური პრეზენტაციებით. მოსწავლეებმა გააკეთეს თავიანთი იდეის პრეზენტაციები და აღნიშნეს, რომ ბევრი ისწავლეს ეფექტური კომუნიკაციის შესახებ, აღარ ეშინიათ საჯარო გამოსვლის, მოუსმინეს ერთმანეთს, გაუზიარეს აზრები და გამოცდილება, უფრო დაუახლოვდნენ და კიდევ უფრო შეუყვარდათ ერთმანეთი. დიდი მადლობა ქალბატონ ცირა ბარაბქაძეს დაუღალავი შრომისა და საინტერესო პროექტისთვის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია ტრადიციულ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლებაც. ცირა ბარბაქაძემ ბავშვებს უწოდა ,,ცოცხალი წიგნები, რომლებიც უნდა წავიკითხოთ“, ისინი ჩვენი საუნჯეები არიან. სკოლა ,,პოლიგლოტში“ მუდმივად ზრუნავენ თბილი, მოსიყვარულე, ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს დირექტორს, ქალბატონ მზია დაუშვილს, რომელიც მუდამ ზრუნავს პატარა პოლიგლოტელების სწავლა-აღზრდასა და ბედნიერი ბავშვობისთვის.