277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_649

მალტის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი სკოლა „პოლიგლოტში„!

მალტის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი დელეგაცია  

სკოლა „პოლიგლოტში„!

23-29 იანვარს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, მალტის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.

 პროექტი განხორციელდა: მალტის ქართული კულტურის ცენტრის  „GCC- MALTA„ ორგანიზებითა და  საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

მოგახსენებთ, რომ საქართველოში, სკოლა „პოლიგლოტი„ გახლავთ  „GCC-MALTA„ –   

ექსკლუზიური წარმომადგენელი და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მალტის რესპუბლიკაში ერთობლივად განხორციელდება  საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები.  

ვიზიტის ფარგლებში, 28 იანვარს,  14:00 სთ.  სკოლა „პოლიგლოტს„ მალტის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს,  კულტურისა და ტურიზმის  სფეროს წარმომადგენლები ეწვივნენ. ისინი სკოლის ადმინისტრაციას ოფიციალურად შეხვდნენ და ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ორი  ვორქშოპი, რომელსაც წარუძღვნენ  მალტის დელეგაციის წევრები – მწერლები. ✨✨✨✨✨