277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_444

ლიტერატურული კლუბი ,,პოლიგლოტში“

სკოლა ,,პოლიგლოტში“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაიკო კვირკველიას ხელმძღვანელობით დაარსდა ლიტერატურული კლუბი, რომელიც გააერთიანებს მოსწავლეებს, რომელთაც ექნებათ სურვილი მიიღონ მონაწილეობა ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის ტექსტების განხილვაში. კლუბის მიზანია წიგნიერების პოპულარიზაცია, მოსწავლეების ზოგადი ცოდნის გამდიდრება. კრიტიკული ანალიზის, მსჯელობის, კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარების ჩამოყალიბება და გაუმობჯობესება. კლუბის პრეზენტაცია და პირველი მეცადინეობა უკვე ჩატარდა. კითხვა ავითარებს ადამიანს და უქმნის მეტ შესაძლებლობას გახდეს ემპათიური, გარდა შემეცნებითი სარგებლისა, კითხვის სტრატეგიების გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა უნარის განვითარება. მსჯელობა და ტექსტის განხილვა მათ მისცემს ნაწარმოების გააზრების შესაძლებლობას.