277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_402

კსუ-ში სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებისთვის ლექცია გაიმართა

19 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სკოლა „პოლიგლოტის“ მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის, ინგლისური ენის საგნის ფარგლებში (პედაგოგი – ელიზავეტა ზაზაძე), ენდოკრინოლოგის, კსუ-ს ასისტენტ-პროფესორის თამარ კახნიაშვილის ლექცია თემაზე – „სხეულის აგებულება და ჯანსაღი ცხოვრების წესი“ – გაიმართა.

მომხსენებელმა ლექციაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა საკვები ნივთიერებები (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, საკვები ბოჭკო, წყალი), კალორიები, სხეულის მასის ინდექსი და სხვ.

აღსანიშნავია, რომ სკოლა „პოლიგლოტსა“ და კსუ-ს შორის თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია და სკოლის წარმომადგენლები აქტიურად იღებენ მონაწილეობას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სასკოლო-საგანმანათლებლო პ