277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_472

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუმრად “პოლიგლოტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე წელია მეგობრობს სკოლა ,,პოლიგლოტთან“. წელს სკოლასა და უნივერსიტეტს შორის, ოფიციალურად, მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მოიაზრებს ურთიერთთანამშრომლობას, ,,პოლიგლოტის“ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვას უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში და, პირიქით, სკოლის ღონისძიებებში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მონაწილეობას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორმა ქალბატონმა მზია დაუშვილმა და უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა , ქალბატონმა ირმა ბარათაშვილმა , ასევე სკოლას ეწვივნენ ფინანსების პროგრამების ხელმძღვანელი თეა ლაზარაშვილი და ბიზნესინკუბატორის ხელმძღვანელი ქალბატონი მარიკა კლდიაშვილი. შეხვედრა შედგა სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-11 და მე-12 კლასელებთან . სტუმრებმა გააცნეს მოსწავლეებს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, გააკეთეს პრეზენტაცია და შესთავაზეს პოლიგლოტელებს საინტერესო პროექტებში აქტიური მონაწილეობა. სკოლა ,,პოლიგლოტი“ მოხარულია უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და მადლობას უხდის უნივერსიტეტის რექტორატს, პროფესორ-მასწავლებლებსა და პროექტების ორგანიზატორს ქალბატონ მარინა უგულავას. ვიმედოვნებთ ,რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება საინტერესო და ნაყოფიერი.