277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_81

ვიქტორინა – „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროექტში, თემაზე: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. ვიქტორინა გაიმართება საქართველოს ეროვნულ არქივში 25 მაისს.

2015 წლის 23 აპრილს სკოლა „პოლიგლოტში“ ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა, სამეცნიერო განყოფილების გენერალურმა დირექტორმა ანტონ ვაჭარაძემ, მისმა კოლეგებმა ნინო ბადაშვილმა და ქეთი ასათიანმა, გამართეს პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეების მომზადებას მომავალი ვიქტორინისთვის. საგანგებო სლაიდშოუს წარმოდგენითა და აუცილებელი ლიტერატურის გაცნობით მათ მოუწყვეს მოსწავლეებს ისტორიული ექსკურსი.