277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_276

,,ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილე

2017 წლის 15 ივნისს X კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილი მიეძღვნა ,,ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილეს.გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში ,,ვეფხისტყაოსნის „ პოპულარიზაცია. წარმოდგენილ პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ,,ვეფხისტყაოსნის“ტექსტის ისტორიის, სიუჟეტის, ტექსტის ორიგინალობის, რუსთაველის ბიოგრაფიის, აღმსარებლობის, რელიგიურობის, მსოფლმხედველობის,ანტიკური ფილოსოფიის,ფილოსოფიისა და ქრისტიანობის,სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ.გაკვეთილი ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანა ჯავახიშვილმა.