277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_170

ეროვნული არქივის პროექტი -,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

სკოლა ,,პოლიგლოტის” ინტელექტუალების გუნდმა მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში ,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა”. პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შვილთაშვილმა, მიშელ რამიშვილმა და ქართველი ემიგრანტის, მამია ბერიშვილის შვილმა, ტიერი ბერიშვილმა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და პრიზები გადასცეს. დაჯილდოვებულ მოსწავლეთა შორის საუკეთესო მოთამაშის ტიტულით გამოარჩიეს სკოლა ,,პოლიგლოტის” მე-11 კლასის მოსწავლე თამთა ნოზაძე, როგორც გასული წლისა და,აგრეთვე, ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მონაწილე. ის მიიწვიეს საქრთველოს ინტელექტუალთა გუნდის წევრად. ვულოცავთ თამთას გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას,როგორც საგანმანათლებლო, ასევე შემოქმედებით ცხოვრებაში.