სკოლა ”პოლიგლოტის” მოსწავლეებმა აღნიშნეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომელიც უკვე მეხუთეჯერ აღინიშნება საქართველოში კავშირი ,,ჩვენი ბავშვები”-სა და ორგანიზაცია ”Down Syndrome International” -ის პარტნიორობით.
21 მარტი ,დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლოს მატარებელია, დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწორედ ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ რიცხვშია საქართველოც.