277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_45

“დავასუფთაოთ მსოფლიო”

19,20 და 21 სექტემბერს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა აქცია, “დავასუფთაოთ მსოფლიო”. საქართველო ამ კამპანიაში ჩართულია 2011 წლიდან. საქართველოს “მწვანეთა მოძრაობამ” მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმა დასუფთავების ღონისძიებები, რომლებშიც სკოლა “პოლიგლოტი” ჩაერთო.

თბილისში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

19 სექტემბერი – ქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ნარჩენები დაახარისხეს (მოხდა მათი სეპარირება) და დასუფთავდა ვაკის პარკის ტერიტორია;

20 სექტემბერი – დასუფთავდა ქვემო ფონიჭალაში მტკვრის სანაპირო;

21 სექტემბერი – დასუფთავდა ნარიყალას ტერიტორია;

ამ აქციის სლოგანია : “ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სუფთა გარემოზე”.